იეჰოვას მოწმეთა ოფიციალური ვებ-გვერდი

მთავარი გვერდი Beliefs Future Medical Topics დაგვიკავშირდით Publications Languages

იეჰოვას მოწმეები — ვინ არიან? რა სწამთ?

წინა სტატიამომდევნო სტატია

რა სწამთ მათ?

იეჰოვას მოწმეებს სწამთ ყოვლისშემძლე ღმერთი, იეჰოვა, ცისა და დედამიწის შემოქმედი. თავად სასწაულებრივი სამყარო ცხადყოფს, რომ უაღრესად გონიერი და ძლიერი შემოქმედის მიერ არის შექმნილი. როგორც ადამიანთა საქმეებში ჩანს მათი თვისებები, ისე იეჰოვა ღმერთის საქმეებიც მის თვისებებზე მეტყველებს. ბიბლია გვეუბნება: „მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა“. აგრეთვე უხმოდ ანუ უსიტყვოდ „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას“ (რომაელთა 1:20; ფსალმუნი 18:2—5).

დედამიწა იეჰოვამ შექმნა. ადამიანი მარადიულად იცხოვრებს და დაამუშავებს მას.

ადამიანები უმიზნოდ არ აკეთებენ თიხის ჭურჭელს, ტელევიზორებსა თუ კომპიუტერებს. რაოდენ უფრო სასწაულებრივია დედამიწა და მისი მცენარეთა და ცხოველთა სამყარო. ადამიანის სხეული, რომელიც ტრილიონობით უჯრედისგან შედგება, თავისი აგებულებით აღემატება ჩვენს გაგებას. ჯერ მარტო ტვინია განმაცვიფრებელი იმის გამო, რომ ძნელშესაცნობია! თუკი ადამიანებს გარკვეული მიზნის მიღწევა სურთ თავიანთი შედარებით უმნიშვნელო გამოგონებებით, იეჰოვა ღმერთსაც ნამდვილად ჰქონდა მიზანი, როცა მოწიწების შთამნერგავ ქმნილებებს აძლევდა დასაბამს. ამას ადასტურებს იგავნის 16:4: „უფალმა ყოველივე საკუთარი მიზნისთვის შეჰქმნა“.


იეჰოვამ გარკვეული მიზნით შექმნა დედამიწა. მან ადამიანთა პირველ წყვილს განუცხადა: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა. ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს“ (დაბადება 1:28). ამ წყვილმა ურჩობის გამო ვერ „აავსო“ დედამიწა გულმართალი შთამომავლებით, რომლებიც სიყვარულით იზრუნებდნენ დედამიწაზე, მცენარეებსა და ცხოველებზე. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იეჰოვას განზრახვის შესრულებისთვის. ათასობით წლის შემდეგ ასეთი რამ დაიწერა: „[ღმერთს,] რომელმაც მიწა გამოსახა . . , საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა“ იგი. დედამიწა არ განადგურდება. ის მარადიულად იარსებებს (ესაია 45:18; ფსალმუნი 77:69) იეჰოვას განზრახვა, დედამიწასთან დაკავშირებით, განხორციელდება — „აღსრულდება ჩემი განზრახული“ (ესაია 46:10).

მაშასადამე, იეჰოვას მოწმეების რწმენით, დედამიწა სამარადჟამოდ იარსებებს და მარადიულად იცხოვრებს ყველა ის ადამიანი — ცოცხლებიცა და აწ გარდაცვლილებიც — რომლებიც გაიზიარებენ იეჰოვას განზრახვას იმასთან დაკავშირებით, რომ დედამიწა გალამაზდება და მასზე ადამიანები დასახლდებიან. ადამისა და ევასგან მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილების გამო მთელი კაცობრიობა ცოდვილია (რომაელთა 5:12). ბიბლია გვეუბნება: „ცოდვის საზღაური სიკვდილია“. „ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან“. „ცოდვილი სული უნდა მოკვდეს“ (რომაელთა 6:23; ეკლესიასტე 9:5; ეზეკიელი 18:4, 20). მაშ, როგორღა იცოცხლებს ადამიანი კვლავ და როგორ მიიღებს მიწიერ კურთხევებს? მხოლოდ და მხოლოდ ქრისტე იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის მეშვეობით. იესომ თქვა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“. „ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას; და ამოვლენ“ (იოანე 5:28, 29, სსგ; 11:25; მათე 20:28).

როგორ მოხდება ეს? პასუხი მოცემულია „სასუფევლის სახარებაში“, ანუ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობაში, რომლის საჯაროდ გაცხადებაც იესომ დედამიწაზე ყოფნისას დაიწყო (მათე 4:17—23). დღეს კი იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ ამ სასიხარულო ცნობას.

რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს

მრწამსი ბიბლიური საფუძველი
ბიბლია ღვთის სიტყვა და ჭეშმარიტებაა. 2 ტიმ. 3:16, 17; 2 პეტ. 1:20, 21; იოან. 17:17
ბიბლია გადმოცემებზე უფრო სანდოა. მათ. 15:3; კოლ. 2:8
ღვთის სახელია იეჰოვა. გამ.15:3 (რუს.); 3 მეფ. 18:39, „საღვთო სჯული“, 1910 წ., გვ. 43
ქრისტე ღვთის ძეა და მასზე დაბლა დგას. მათ. 3:17; იოან. 8:42; 14:28; 20:17; 1 კორ. 11:3; 15:28
ქრისტე იყო ღვთის პირველი ქმნილება. კოლ. 1:15; გამოცხ. 3:14
ქრისტე მოკვდა ძელზე და არა ჯვარზე. გალ. 3:13; საქ 5:30
ქრისტემ ადამიანური სიცოცხლე გაიღო მორჩილ ადამიანთა გამოსასყიდად. მათ. 20:28; 1 ტიმ. 2:5, 6; 1 პეტ. 2:24
ქრისტეს ერთხელ შეწირვა საკმარისი იყო. რომ. 6:10; ებრ. 9:25—28
ქრისტე უკვდავ სულიერ პიროვნებად აღდგა მკვდრეთით. 1 პეტ. 3:18; რომ. 6:9; გამოცხ. 1:17, 18
ქრისტეს მოსვლა სულიერია. იოან. 14:19; მათ. 24:3; 2 კორ. 5:16; ფს. 109:1, 2
ჩვენ ახლა უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ. მათ. 24:3—14; 2 ტიმ. 3:1—5; ლუკ. 17:26—30
ქრისტეს მეთაურობით სამეფოს მმართველობისას დედამიწაზე სამართლიანობა და მშვიდობა იქნება. ეს. 9:5, 6; 11:1—5; დან. 7:13, 14; მათ. 6:10
სამეფო იდეალურ საცხოვრებელ პირობებს შექმნის დედამიწაზე. ფს. 71:1—4; გამოცხ. 7:9, 10, 13—17; 21:3, 4
დედამიწა არასოდეს განადგურდება და არასოდეს გაუკაცრიელდება. ეს. 45:18; ფს. 77:69
ღმერთი მოსპობს ამჟამინდელ სისტემას არმაგედონად წოდებულ ბრძოლაში. გამოცხ. 16:14, 16; სოფ. 3:8; დან. 2:44; ეს. 34:2; 55:10, 11
ბოროტები სამუდამოდ მოისპობიან. მათ. 25:41—46; 2 თეს. 1:6—9
ღვთის მოსაწონი ადამიანები მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებენ. იოან. 3:16; 10:27, 28; 17:3; მარკ. 10:29, 30
სიცოცხლისკენ მიმავალი გზა ერთადერთია. მათ. 7:13, 14; ეფეს. 4:4, 5
ადამიანი ადამის ცოდვის გამო კვდება. რომ. 5:12; 6:23
ადამიანი თვითონ არის სული და როდესაც კვდება, წყვეტს არსებობას. ეზეკ. 18:4; ეკლ. 9:10; ფს. 6:5; 145:4; იოან. 11:11—14
ჯოჯოხეთი საერთო საკაცობრიო სამარეა. იობ. 14:13; გამოცხ. 20:13, 14
მიცვალებულთათვის მკვდრეთით აღდგომის იმედი არსებობს. 1 კორ. 15:20—22; იოან. 5:28, 29; 11:25, 26
ადამისეული სიკვდილი აღარ იქნება. 1 კორ. 15:26, 54; გამოცხ. 21:4; ეს. 25:8
მხოლოდ 144 000, მცირე სამწყსო, წავა ზეცაში და ქრისტესთან ერთად იმმართველებს. ლუკა 12:32; გამოცხ. 14:1, 3; 1 კორ. 15:40—53; გამოცხ. 5:9, 10
144 000 ქრისტიანი ხელმეორედ იშვა ღვთის სულიერ ძეებად. 1 პეტ. 1:23; იოან. 3:3; გამოცხ. 7:3, 4
სულიერ ისრაელთან ახალი შეთანხმება დაიდო. იერ. 31:30; ებრ. 8:10—13
ქრისტე თვითონვეა თავისი კრების საფუძველი. ეფეს. 2:20; ეს. 28:16; მათ. 21:42
ლოცვა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ იეჰოვასადმი ქრისტეს მეშვეობით. იოან. 14:6, 13, 14; 1 ტიმ. 2:5
ხატები არ უნდა იქნეს გამოყენებული თაყვანისცემისას. გამ. 20:4, 5; ლევ. 26:1; 1 კორ. 10:14; ფს. 113:12—16
სპირიტიზმი დაუშვებელია. რჯლ. 18:10—12; გალ. 5:19—21; ლევ. 19:31
სატანა წუთისოფლის უხილავი მმართველია. 1 იოან. 5:19; 2 კორ. 4:4; იოან. 12:31
ქრისტიანმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა რელიგიებს შორის თანამშრომლობაში. 2 კორ. 6:14—17; 11:13—15; გალ. 5:9; რჯლ. 7:1—5
ქრისტიანი უნდა გამოეყოს წუთისოფელს. იაკ. 4:4; 1 იოან. 2:15; იოან. 15:19; 17:16
ქრისტიანი უნდა დაემორჩილოს კანონებს, რომლებიც ღვთის კანონებს არ ეწინააღმდეგება. მათ. 22:20, 21; 1 პეტ. 2:12; 4:15
სისხლის მიღება, საკვებისა თუ გადასხმის სახით, ღვთის კანონების დარღვევაა. დაბ. 9:3, 4; ლევ. 17:14; საქ. 15:28, 29
აუცილებელია ბიბლიის ზნეობრივი ნორმების თანახმად ცხოვრება. 1 კორ. 6:9, 10; ებრ. 13:4; 1 ტიმ. 3:2; იგავ. 5:1—23
შაბათის დაცვა მოეთხოვებოდათ მხოლოდ ისრაელებს და მოსეს რჯულთან ერთად გაუქმდა. რჯლ. 5:15; გამ. 31:13; რომ. 10:4; გალ. 4:9, 10; კოლ. 2:16, 17
სასულიერო წოდებებისა და განსაკუთრებული ტიტულების გამოყენება არასწორია. მათ. 23:8—12; 20:25—27; იობ. 32:21, 22
ადამიანი ევოლუციის კი არა, შემოქმედების ნაყოფია. ეს. 45:12; დაბ. 1:27; მათ. 19:4
ქრისტემ ღვთისათვის მსახურების მაგალითი მოგვცა. 1 პეტ. 2:21; ებრ. 10:7; იოან. 4:34; 6:38
ნათლობა — წყალში სრული ჩაძირვა —მიძღვნის სიმბოლოა. მარკ. 1:9, 10; იოან. 3:23; საქ. 19:4, 5
ქრისტიანები საჯაროდ სიხარულით ქადაგებენ ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ. რომ. 10:10; ებრ. 13:15; ეს. 43:10—12
 

2002 წლის გამოცემა

მთავარი გვერდიზევითpწინა სტატიამომდევნო სტატია