იეჰოვას მოწმეები — ვინ არიან? რა სწამთ? |
სასიხარულო ცნობის გაზიარების საშუალებები
ქრისტიანებს დაევალათ მოწაფეები მოემზადებინათ ყველა ხალხს შორის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ზემოქმედება მოახდინონ ან სხვები ძალდატანებით მოაქციონ ქრისტიანობაზე. იესოს დავალებული ჰქონდა, რომ «გლახაკთათვის ყველაზე კარგად ცნობილი საშუალება, რომელსაც ახლანდელი პირობებით დამწუხრებულთა მოსაძებნად იყენებენ, კარდაკარ სიარულია. ამიტომ ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ ხალხის მოსანახულებლად, როგორც ამას იესო აკეთებდა, როცა
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ყოველ შეხვედრაზე დასწრება. შეხვედრებზე დასწრება უფასოა და არც ფული იკრიბება. ასეთი შეხვედრები ყველასთვის სასარგებლოა. ბიბლიაში ნათქვამია: ამასთანავე, მოწმეები სხვებთან ურთიერთობისას იყენებენ სასიხარულო ცნობის გაზიარების შესაძლებლობებს. შეიძლება რამდენიმე სიტყვით გაესაუბრონ მეზობელს ან თანამგზავრს ავტობუსსა თუ თვითმფრინავში, დაწვრილებით ესაუბრონ მეგობარს ან ნათესავს, ან თანამშრომელს — შესვენების დროს. როცა იესო დედამიწაზე იყო, ბევრჯერ დაუმოწმებია ამგვარად — ზღვის სანაპიროზე სიარულისას, ფერდობზე ჯდომისას, ვინმეს სახლში სადილობისას, ქორწილში ყოფნისას თუ გალილეის ზღვაზე სათევზაო ნავით მგზავრობისას. ის ასწავლიდა სინაგოგებსა და იერუსალიმის ტაძარში. ყველგან, სადაც კი იმყოფებოდა, ღვთის სამეფოს შესახებ საუბრის შესაძლებლობას პოულობდა. იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, ზედმიწევნით მიჰყვენ მის მაგალითს (1 პეტრე 2:21). პირადი მაგალითით ქადაგება
|
![]() |
| ოჯახში თუ სხვებთან ურთიერთობისას იეჰოვას მოწმეები გულწრფელად ცდილობენ, თავიანთი ქადაგების თანახმად იცხოვრონ. |
სასიხარულო ცნობის შესახებ თქვენთან საუბარს აზრი არ ექნებოდა თქვენთვის, თუ ის, ვინც გესაუბრებათ, თავად არ იყენებს ამ სწავლებებს. ერთის თქმა და მეორის კეთება თვალთმაქცობაა, რელიგიური თვალთმაქცობის გამო კი მილიონობით ადამიანმა ზურგი აქცია ბიბლიას. არ არის სწორი ბიბლიის დადანაშაულება. მწიგნობრებსა და ფარისევლებს ჰქონდათ ებრაული წერილები, მაგრამ იესო კიცხავდა მათ თვალთმაქცობისთვის. როცა ლაპარაკობდა იმაზე, რომ ისინი საჯაროდ კითხულობენ მოსეს რჯულს, იესომ თავის მოწაფეებს უთხრა:
ამიტომ იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, სამაგალითო ქრისტიანული ყოფაქცევით გაუზიარონ სასიხარულო ცნობა სხვებს. ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისათვის, რომ ‘ისევე ექცეოდნენ სხვებს, როგორც სურთ, რომ მათ მოექცნენ’ (მათე 7:12). ცდილობენ, ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეთ ყველას მიმართ და არა მარტო თანამორწმუნეების, მეგობრების, მეზობლებისა თუ ნათესავების მიმართ. არასრულყოფილების გამო ეს ყოველთვის კარგად არ გამოსდით, მაგრამ ძალიან სურთ, სიკეთის კეთება ყველასთვის არა მარტო სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებით, არამედ, შეძლებისდაგვარად, დახმარებაც გაუწიონ სხვებს (იაკობი 2:14— 17).
გამოცემის წელი: 2002 |
|
Copyright © 2006 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania. All rights reserved. |
|