იეჰოვას მოწმეები — ვინ არიან? რა სწამთ? |
სასიხარულო ცნობის პრაქტიკულობა საზოგადოებისთვის
დღევანდელ მსოფლიოში გავრცელებულია ასეთი შეხედულება: ამ ქადაგებაში ნათქვამია, რომ უნდა ვისწრაფვოდეთ სულიერობისკენ და ვიყოთ თავმდაბალნი, მშვიდნი, გულმოწყალენი, სამართლიანობის მოყვარულნი. მასში დაგმობილია არა მარტო მკვლელობა, არამედ სხვების მიმართ მრისხანებაც, არა მარტო მეუღლის ღალატი, არამედ უზნეო ფიქრებიც. ეს ქადაგება უპასუხისმგებლოდ განქორწინების წინააღმდეგია, რომლის შედეგადაც ხშირად ბავშვები იტანჯებიან. მასში ნათქვამია: თქვენი მოძულენიც კი გიყვარდეთ, დაეხმარეთ გაჭირვებულს, დაუნდობლად ნუ გაასამართლებთ სხვებს, ისე მოექეცით სხვებს, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ. ყველა ამ რჩევა-დარიგების გათვალისწინება უდიდესი სარგებლობის მომტანი იქნებოდა. რაც უფრო მეტი ადამიანი გამოიყენებს მათ პრაქტიკაში, საზოგადოების მდგომარეობა მით უფრო გაუმჯობესდება! იეჰოვას მოწმეები ამ მითითებების თანახმად იქცევიან. ბიბლია მათ ქორწინების პატივისცემას ასწავლის. მათი შვილები სწორი პრინციპებით არიან აღზრდილი. ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ოჯახს. ერთსულოვანი ოჯახები საზოგადოებისა და ერის კეთილდღეობას ემსახურება. ისტორიაში იმის ბევრი მაგალითია, რომ უძლიერესი სახელმწიფოები იშლებოდა, როცა ოჯახური კვანძები სუსტდებოდა და უზნეობა მატულობდა. რაც უფრო მეტი ადამიანი და ოჯახი მიჰბაძავს იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც ქრისტიანული პრინციპებით ცხოვრობენ, მით უფრო ნაკლები დამნაშავეობა, უზნეობა და ბოროტმოქმედება იქნება საზოგადოებაში.
ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რომელიც დიდად აწუხებს სხვადასხვა საზოგადოებასა და ერს, ნაციონალიზმია. ამის საპირისპიროდ, პეტრე მოციქულმა თქვა:
აფრიკაში გარკვეული ტომები ისე არ შეხვდებიან ერთმანეთს, რომ შეტაკება არ მოუვიდეთ. მაგრამ იეჰოვას მოწმეთა კონგრესებზე სხვადასხვა ტომის ადამიანები ერთად ჭამენ, ერთ ჭერქვეშ სძინავთ, ღმერთს შეხმატკბილებულად სცემენ თაყვანს და ერთმანეთთან გულთბილი ურთიერთობა აქვთ. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათი შემხედვარე, განცვიფრებული არიან. ერთ-ერთი მაგალითის შესახებ, თუ რამდენად გამაერთიანებელია ჭეშმარიტი ქრისტიანობა, წერდა ნიუ-იორკის ერთი გაზეთი (Amsterdam News, 2 აგვისტო, 1958 წ.). ნიუ-იორკში ჩატარებული უკვე მოხსენიებული საერთაშორისო კონგრესის შესახებ, რომელსაც 250 000-ზე მეტი მოწმე ესწრებოდა, შემდეგი იყო ნათქვამი:
ბევრი შეიძლება ამბობს, რომ თანამედროვე მსოფლიოსთვის ქრისტიანული პრინციპები არაპრაქტიკულია. მაგრამ რომელი პრინციპებია პრაქტიკული? ქრისტიანულ პრინციპებს ნამდვილი ფასეულობა მაშინ აქვს, თუ ამჟამად გამოიყენება საზოგადოებაში. მათ საფუძველზე, დედამიწის კიდით კიდემდე, გაერთიანდება | ||
გამოცემის წელი: 2002 |
|
Copyright © 2006 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania. All rights reserved. |
|