იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებ–გვერდი

მთავარი გვერდი Beliefs Future Medical Topics Contact Us Publications Languages

იეჰოვას მოწმეები — ვინ არიან? რა სწამთ?

წინა სტატია

გიწვევთ

სასიამოვნოა, რომ გესაუბრეთ ამ ბროშურის საშუალებით. ვიმედოვნებთ, იეჰოვას მოწმეების შესახებ უფრო მეტის გაგება თქვენთვის სასარგებლო იყო. გთხოვთ, გვეწვიეთ ადგილობრივ სამეფო დარბაზში და ნახეთ, როგორ ტარდება ჩვენი შეხვედრები. ჩვენ ყოველ ღონეს ვხმარობთ, რათა სხვებსაც გავუზიაროთ სასიხარულო ცნობა იმის შესახებ, რომ იესოს მმართველობის დროს დედამიწაზე სამოთხე იქნება.

ეს ღმერთმა აღგვითქვა. „ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). მრავალი საუკუნე გავიდა და ლოდინის დრო იწურება. ამას მსოფლიოს დღევანდელი მდგომარეობა ადასტურებს.

‘რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას, — თქვა პავლე მოციქულმა, — ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს’ (ებრაელთა 10:24, 25). გთხოვთ, ყურად იღოთ პავლე მოციქულის რჩევა და ჩვენთან ერთად დაესწროთ კრების შეხვედრებს.

გსურთ გეწვიონ სახლში?

 

გამოცემის წელი: 2002

მთავარი გვერდიზევითpწინა სტატია

Copyright © 2006 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania. All rights reserved.