| რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან? | გაკვეთილი 1 |
როგორ შეგიძლია გაიგო, რას მოითხოვს ღმერთი |
|
| როგორ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს ბიბლია? (1) | |
| ვინ არის ბიბლიის ავტორი? (2) | |
| რატომ უნდა ისწავლო ბიბლია? (3) | |
1. ბიბლია არის ძვირფასი საჩუქარი ღმერთისგან. ის ჰგავს წერილს, რომელიც მოსიყვარულე მამამ შვილებს მისწერა. ბიბლია ჭეშმარიტებას მოგვითხრობს ღმერთის შესახებ — ვინ არის ის და როგორია მისი ნორმები. ის გვიხსნის, როგორ გავუმკლავდეთ პრობლემებს და როგორ მოვიპოვოთ ნამდვილი ბედნიერება. მხოლოდ ბიბლია გვამცნობს, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ვასიამოვნოთ ღმერთს (ფსალმუნი 1:1–3; ესაია 48:17, 18).
2. ძველი წელთაღრიცხვით 1513 წლიდან, 1600 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ბიბლიას დაახლოებით 40 მამაკაცი წერდა. ის შედგება 66 პატარა წიგნისგან. მამაკაცები, რომლებიც ბიბლიას წერდნენ, ღმერთისგან იყვნენ შთაგონებული. ისინი მის აზრებს წერდნენ და არა საკუთარს. ამიტომ, ბიბლიის ავტორი არის ზეციერი ღმერთი და არა რომელიმე მიწიერი ადამიანი (2 ტიმოთე 3:16, 17; 2 პეტრე 1:20, 21). 3. ღმერთი თვალყურს ადევნებდა, რომ ბიბლია ზუსტად ყოფილიყო გადაწერილი და შემონახული. ნებისმიერ სხვა წიგნებთან შედარებით ბიბლია უფრო მეტად იბეჭდება. ყველასთვის არ იქნება სასიხარულო, რომ შენ ბიბლიას სწავლობ, მაგრამ არ დაბრკოლდე. ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, შენი საუკუნო მომავალი დამოკიდებულია ღმერთის გაცნობასა და მისი ნების შესრულებაზე (მათე 5:10–12; იოანე 17:3). |
გამოცემის წელი: 1996 |
|
Copyright © 2006 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania. All rights reserved. |
|