იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებ–გვერდი

მთავარი გვერდი Beliefs Future Medical Topics Contact Us Publications Languages
რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან? გაკვეთილი 3წინა სტატიამომდევნო სტატია

ვინ არის იესო ქრისტე?

რატომ ეწოდება იესოს ღმერთის „პირმშო“ ? (1)
რატომ ეწოდება მას „სიტყვა“? (1)
რატომ მოვიდა იესო დედამიწაზე ადამიანად? (2–4)
რატომ ახდენდა ის სასწაულებს? (5)
რას გააკეთებს იესო უახლოეს მომავალში? (6)

1. დედამიწაზე მოსვლამდე იესო ზეცაში ცხოვრობდა, როგორც სულიერი პიროვნება. ის იყო ღმერთის პირველი ქმნილება და ამიტომ მას ღმერთის „პირმშო“ ეწოდება (კოლასელთა 1:15; გამოცხადება 3:14). იესო არის ერთადერთი ძე, რომელიც თვით ღმერთმა შექმნა. ზეცაში და დედამიწაზე სხვა ქმნილებების შესაქმნელად იეჰოვამ განკაცებამდე მცხოვრები იესო ‘ოსტატად’ გამოიყენა (იგავნი 8:22–31; კოლასელთა 1:16, 17). აგრეთვე ის ღმერთის მთავარ წარმომადგენლად მსახურობდა. სწორედ ამიტომ ეწოდება იესოს „სიტყვა“ (იოანე 1:1–3; გამოცხადება 19:13).

2. მარიამის საშვილოსნოში იესოს სიცოცხლის გადატანით ღმერთმა თავისი ძე დედამიწაზე გამოგზავნა. ამრიგად, იესოს არ ჰყავდა მიწიერი მამა. ამიტომ არ დაუმკვიდრებია არც ცოდვა, არც არასრულყოფილება. ღმერთმა გამოგზავნა იესო დედამიწაზე სამი მიზნით: 1) ჩვენთვის ღმერთის შესახებ ჭეშმარიტების სასწავლებლად (იოანე 18:37), 2) სრულყოფილი უმწიკვლოების შესანარჩუნებლად, რომელსაც მისაბაძ მაგალითად დაგვიტოვებდა (1 პეტრე 2:21) და 3) ცოდვისა და სიკვდილისგან ჩვენი გათავისუფლების მიზნით თავისი სიცოცხლის შესაწირად. რატომ იყო ეს საჭირო? (მათე 20:28).

3. ღმერთის ბრძანებისადმი პირველი მამაკაცის, ადამის, დაუმორჩილებლობის შედეგად ჩადენილ მოქმედებას ბიბლია „ცოდვას“ უწოდებს. ამის გამო ღმერთმა ის სიკვდილით დასაჯა (დაბადება 3:17–19). ის აღარ შეესაბამებოდა ღმერთის ნორმებს და ამიტომ დაკარგა სრულყოფილება. თანდათან ის დაბერდა და მოკვდა. ადამისგან ცოდვა ყველა მის შვილზე გადავიდა. ზუსტად ამიტომ ვბერდებით, ავად ვხდებით და ვკვდებით. როგორ შეიძლებოდა კაცობრიობის ხსნა? (რომაელთა 3:23; 5:12).

4. იესო იყო ადამის მსგავსი სრულყოფილი ადამიანი. მაგრამ ადამისგან განსხვავებით, იესო უდიდეს განსაცდელშიც კი სრულიად ემორჩილებოდა ღმერთს. ამიტომ, მას შეეძლო შეეწირა თავისი სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე ადამის ცოდვის გამოსასყიდად. ზუსტად ამაზე მიუთითებს ბიბლია, როგორც ‘გამოსასყიდზე’. ამრიგად, ადამის შვილებს ექნებოდათ საშუალება გათავისუფლებულიყვნენ სასიკვდილო განაჩენისგან. ყველას, ვინც იესოსადმი ავლენს რწმენას, ეპატიება ცოდვები და იცხოვრებს მარადიულად (1 ტიმოთე 2:5, 6; იოანე 3:16; რომაელთა 5:18, 19).



იესოს მსახურებაში შედიოდა სწავლება, სასწაულების მოხდენა და ჩვენთვის საკუთარი სიცოცხლის შეწირვაც კი.

5. დედამიწაზე ყოფნისას იესომ მრავალი ავადმყოფი განკურნა, მრავალი მშიერი დააპურა და აბობოქრებული ზღვა დააწყნარა. მან მკვდრებიც კი აღადგინა. რატომ ახდენდა ის სასწაულებს? 1) მას ეცოდებოდა ადამიანები, რომლებიც იტანჯებოდნენ და სურდა, დახმარებოდა მათ. 2) მისი სასწაულები ადასტურებდა, რომ ის ღმერთის ძე იყო. 3) სასწაულები ცხადყოფდა, თუ რას გააკეთებდა ის მორჩილი კაცობრიობისთვის, როცა ზეციდან იმეფებდა (მათე 14:14; მარკოზი 2:10–12; იოანე: 28, 29).

6. იესო მოკვდა, მაგრამ ღმერთმა აღადგინა, როგორც სულიერი ქმნილება და ის დაბრუნდა ზეცაში (1 პეტრე 3:18). ამის შემდეგ ღმერთმა გაამეფა იესო. მალე იესო გაანადგურებს ყველანაირ ბოროტებასა და ტანჯვას დედამიწაზე (ფსალმუნი 36:9–11; იგავნი 2:21, 22).

 

გამოცემის წელი: 1996

მთავარი გვერდიზევითpწინა სტატიამომდევნო სტატია

Copyright © 2006 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania. All rights reserved.