იეჰოვას მოწმეთა ოფიციალური ვებ-გვერდი

მთავარი გვერდი Beliefs Future Medical Topics დაგვიკავშირდით Publications Languages
რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან? გაკვეთილი 5წინა სტატიამომდევნო სტატია

რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?

რატომ შექმნა იეჰოვამ დედამიწა? (1, 2)
რატომ არ არის დედამიწა სამოთხე დღეს? (3)
რა მოუვათ ბოროტ ადამიანებს? (4)
რას გააკეთებს მომავალში იესო
ავადმყოფებისთვის? მოხუცებისთვის? მკვდრებისთვის (5, 6)
რა უნდა გააკეთო, რომ შენც მიიღო მომავალი კურთხევები? (7)

1. იეჰოვამ ისე შექმნა დედამიწა, რომ ადამიანები მარადიულად დამტკბარიყვნენ მასზე ცხოვრებით. მას სურდა, რომ დედამიწა ყოველთვის ყოფილიყო დასახლებული სამართლიანი, ბედნიერი ადამიანებით (ფსალმუნი 113:24; ესაია 45:18). დედამიწა არასდროს განადგურდება; ის იქნება მარადიულად (ფსალმუნი 77:69; 103: 5).

2. სანამ ადამიანს შექმნიდა, ღმერთმა ამოარჩია დედამიწის პატარა ნაწილი და გააშენა მასზე შესანიშნავი სამოთხე. ღმერთმა მას ედემის ბაღი უწოდა. ზუსტად იქ დაასახლა მან პირველი მამაკაცი და ქალი, ადამი და ევა. ღმერთის განზრახვა იყო, რომ მათ ბავშვები ჰყოლოდათ და მთელი დედამიწა აევსოთ. თანდათანობით ისინი მთელ დედამიწას გადააქცევდნენ სამოთხედ (დაბადება 1:28; 2:8, 15).

მათ დაკარგეს სამოთხე.

3. ადამმა და ევამ შესცოდეს, როცა განზრახ დაარღვიეს ღმერთის კანონი. ამიტომ იეჰოვამ განდევნა ისინი ედემის ბაღიდან. მათ დაკარგეს სამოთხე (დაბადება 3:1–6, 23). მაგრამ იეჰოვას არ დავიწყებია თავისი განზრახვა დედამიწასთან დაკავშირებით. ის გვპირდება, რომ გადააქცევს მას სამოთხედ, სადაც ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ. როგორ შეასრულებს ღმერთი ამას? (ფსალმუნი 36:29).

4. სანამ დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა, ბოროტი ადამიანები განადგურებული უნდა იქნენ (ფსალმუნი 36:38). ეს მოხდება არმაგედონში, რომელიც არის ღმერთის ომი ბოროტების გასანადგურებლად. შემდეგ, 1000 წლის განმავლობაში სატანა დამწყვდეული იქნება. ეს ნიშნავს, რომ არც ერთი ბოროტი პიროვნება აღარ დარჩება დედამიწის მოსასპობად. გადარჩება მხოლოდ ღმერთის ხალხი (გამოცხადება 16:14, 16; 20:1–3).

5. შემდეგ, 1000 წლის განმავლობაში იესო ქრისტე იმეფებს ზეციდან დედამიწაზე (გამოცხადება 20:6). თანდათან ის აღმოფხვრის ცოდვას ჩვენი გონებიდან და სხეულებიდან. ჩვენ გავხდებით სრულყოფილი ადამიანები, ზუსტად ისეთები, როგორებიც ცოდვის ჩადენამდე ადამი და ევა იყვნენ. იმ დროს აღარ იქნება ავადმყოფობა, სიბერე და სიკვდილი. ავადმყოფები განიკურნებიან და მოხუცები გაახალგაზრდავდებიან (იობი 33:25; ესაია 33:24; გამოცხადება 21:3, 4).

6. იესოს ათასწლიანი მმართველობის განმავლობაში ერთგული ადამიანები იმუშავებენ, რომ დედამიწა სამოთხედ გადააქციონ (ლუკა 23:43, აქ). აგრეთვე მილიონობით მკვდარი იქნება აღდგენილი დედამიწაზე საცხოვრებლად (საქმეები 24:15). თუ ღმერთის მოთხოვნებს შეასრულებენ, ისინი მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე. თუ არ შეასრულებენ — საუკუნოდ განადგურდებიან (იოანე 5:28, 29; გამოცხადება 20:11–15).

7. ამრიგად, ღმერთის თავდაპირველი განზრახვა დედამიწასთან დაკავშირებით წარმატებით შესრულდება. შენც ისურვებდი ამ მომავალი კურთხევების მიღებას? თუ დიახ, საჭიროა, გააგრძელო შესწავლა იეჰოვას შესახებ და დაემორჩილო მის მოთხოვნებს. იეჰოვას მოწმეების ადგილობრივ „სამეფო დარბაზში“ შეხვედრებზე დასწრება დაგეხმარება ამის გაკეთებაში (ესაია 11:9; ებრაელთა 10:24, 25).

არმაგედონის შემდეგ ადამიანები დედამიწას სამოთხედ გადააქცევენ.

1996 წლის გამოცემა

მთავარი გვერდიზევითpწინა სტატიამომდევნო სტატია

Copyright © 2010 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania. All rights reserved.