იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებ–გვერდი

მთავარი გვერდი Beliefs Future Medical Topics Contact Us Publications Languages
რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან? გაკვეთილი 7წინა სტატიამომდევნო სტატია

ღმერთთან ლოცვით დაახლოება

რატომ არის აუცილებელი რეგულარული ლოცვა? (1)
ვის მიმართ უნდა ვილოცოთ და როგორ? (2, 3)
რომელი საკითხებია მართებული ლოცვისთვის? (4)
როდის უნდა ილოცო? (5, 6)
ისმენს თუ არა ღმერთი ყველა ლოცვას? (7)

1. ლოცვა არის ღმერთთან თავმდაბლური ლაპარაკი. ღმერთს რეგულარულად უნდა მიმართო ლოცვით. ასეთი მოქმედებით შენ დაუახლოვდები მას, როგორც ძვირფას მეგობარს. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა ძალიან დიდებული და ყოვლისშემძლეა, ის ისმენს ჩვენს ლოცვებს! რეგულარულად მიმართავ თუ არა ღმერთს ლოცვით? (ფსალმუნი 64:3; 1 თესალონიკელთა 5:17).

2. ლოცვა ჩვენი თაყვანისმცემლობის ნაწილია. ამიტომ, ჩვენ მხოლოდ ღმერთისადმი, იეჰოვასადმი უნდა ვილოცოთ. დედამიწაზე ყოფნისას იესო ყოველთვის თავისი მამისადმი ლოცულობდა და არა სხვა პიროვნებისადმი. ჩვენც მსგავსად უნდა მოვიქცეთ (მათე 4:10; 6:9). მაგრამ ყველა ლოცვა იესოს სახელით უნდა წარმოვთქვათ. ეს ცხადყოფს, რომ პატივს ვცემთ იესოს მდგომარეობას და ვავლენთ რწმენას მისი გამომსყიდველური მსხვერპლისადმი (იოანე 14:6; 1 იოანე 2:1, 2).

3. ლოცვისას გულიდან გამომდინარე სიტყვებით უნდა ველაპარაკოთ ღმერთს. ლოცვა არ უნდა იყოს გაზეპირებული, არც ლოცვების წიგნით უნდა ვისარგებლოთ (მათე 6:7, 8). ჩვენ შეგვიძლია ვილოცოთ მოკრძალებულ მდგომარეობაში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. ღმერთი გულში წარმოთქმულ ლოცვასაც კი ისმენს (პირველი მეფეთა 1:12, 13). კარგი იქნებოდა, თუ პირადი ლოცვებისთვის ხალხისგან განცალკევებულ, წყნარ ადგილს მოვნახავდით (მარკოზი 1:35).

4. რის შესახებ შეგიძლია ილოცო? ნებისმიერი საკითხის შესახებ, რომელიც განავითარებდა ღმერთთან მეგობრულ დამოკიდებულებას (ფილიპელთა 4:6, 7). ლოცვის ნიმუში გვიჩვენებს, რომ უნდა ვილოცოთ იეჰოვას სახელისა და განზრახვის შესახებ. აგრეთვე ჩვენ შეგვიძლია ვთხოვოთ, რომ უზრუნველგვყოს მატერიალურად, მოგვიტევოს ცოდვები და დაგვეხმაროს, შევეწინააღმდეგოთ ცდუნებას (მათე 6:9–13). ჩვენი ლოცვები არ უნდა იყოს ეგოისტური. ჩვენ მხოლოდ იმაზე უნდა ვილოცოთ, რაც ღმერთის ნებას შეესატყვისება (1 იოანე 5:14).

5. შენ შეგიძლია ილოცო ნებისმიერ დროს, როცა გული აღგძრავს ღმერთისადმი მადლიერების გამოსათქმელად ან მის განსადიდებლად (პირველი ნეშტთა 29:10–13). აუცილებელია ილოცო, როცა პრობლემები გაქვს და შენი რწმენა იცდება (ფსალმუნი 54:23; 119:1). სათანადოა ლოცვა ჭამის წინ (მათე 14:19). იეჰოვა მოგვიწოდებს, ვილოცოთ „ყოველ ჟამს“ (ეფესელთა 6:18).

6. ლოცვა განსაკუთრებით საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ რამე სერიოზული ცოდვა ჩავიდინეთ. ამ დროს ჩვენ უნდა ვევედროთ იეჰოვას წყალობისა და მიტევებისთვის. თუ მის წინაშე ცოდვებს ვინანიებთ და ყველანაირად ვცდილობთ არ გავიმეოროთ ისინი, ღმერთი ‘შემბრალეა [მზად არის პატიებისთვის, აქ]’ (ფსალმუნი 85:5; იგავნი 28:13).

7. იეჰოვა მხოლოდ მართალი ადამიანების ლოცვებს ისმენს. ღმერთმა შენი ლოცვები რომ შეისმინოს, ყველანაირად უნდა შეეცადო, იცხოვრო მისი კანონების თანახმად (იგავნი 15:29; 28:9). ლოცვისას თავმდაბლურად უნდა მიმართო ღმერთს (ლუკა 18:9–14). აუცილებლად უნდა იმუშაო იმაზე, რის შესახებაც ლოცულობ. ამრიგად შენ დაამტკიცებ, რომ რწმენა გაქვს და რომ ნამდვილად აპირებ შენი ნათქვამის შესრულებას. მხოლოდ მაშინ უპასუხებს იეჰოვა შენს ლოცვებს (ებრაელთა 11:6).

 

გამოცემის წელი: 1996

მთავარი გვერდიზევითpწინა სტატიამომდევნო სტატია

Copyright © 2006 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania. All rights reserved.