იეჰოვას მოწმეთა ოფიციალური ვებ-გვერდი

მთავარი გვერდი Beliefs Future Medical Topics დაგვიკავშირდით Publications Languages
რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან? გაკვეთილი 8წინა სტატიამომდევნო სტატია

ღმერთის მოსაწონი ოჯახური ცხოვრება

რა მდგომარეობა უკავია ქმარს ოჯახში? (1)
როგორ უნდა ეპყრობოდეს ქმარი ცოლს? (2)
რა პასუხისმგებლობები აქვს მამას? (3)
რა როლი აქვს ცოლს ოჯახში? (4)
რას მოითხოვს ღმერთი მშობლებისა და ბავშვებისგან?  (5)
როგორია ბიბლიური თვალსაზრისი განცალკევებულ ცხოვრებასა და განქორწინებასთან დაკავშირებით? (6, 7)

1. ბიბლია ამბობს, რომ ქმარი არის ოჯახის თავი (1 კორინთელთა 11:3). ქმარს უნდა ჰყავდეს მხოლოდ ერთი ცოლი. ისინი კანონიერად უნდა იყვნენ დაქორწინებულები (1 ტიმოთე 3:2; ტიტე 3:1).

2. ქმარს ისე უნდა უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი. ის ისე უნდა ეპყრობოდეს ცოლს, როგორც იესო ეპყრობა თავის მიმდევრებს (ეფესელთა 5:25, 28, 29). მან არასდროს არ უნდა სცემოს, არც არანაირი შეურაცხყოფა მიაყენოს. პირიქით, ის ყურადღებითა და პატივისცემით უნდა ეპყრობოდეს (1 პეტრე 3:7; კოლასელთა 3:19).

მოსიყვარულე მამა ზრუნავს ოჯახის მატერიალურ და სულიერ საკითხებზე.

3. ოჯახზე ზრუნვისთვის მამამ გულმოდგინედ უნდა იმუშაოს. ცოლსა და შვილებს ის საკვებით, ჩასაცმელითა და თავშესაფრით უნდა უზრუნველყოფდეს. აგრეთვე მამამ ოჯახის სულიერ მოთხოვნილებებზე უნდა იზრუნოს (1 ტიმოთე 5:8). ის საკუთარ თავზე იღებს ხელმძღვანელობას, რომ დაეხმაროს ოჯახს, ისწავლოს ღმერთისა და მისი განზრახვების შესახებ (მეორე რჯული 6:4–9; ეფესელთა 6:4).

4. ცოლი კარგი დამხმარე უნდა იყოს ქმრისთვის (დაბადება 2:18). ის უნდა ეხმარებოდეს ქმარს ბავშვების დამოძღვრასა და აღზრდაში (იგავნი 1:8). იეჰოვა მოითხოვს, რომ ცოლი სიყვარულით ზრუნავდეს თავის ოჯახზე (იგავნი 31:10, 15, 26, 27; ტიტე 2:4, 5). ქმრისადმი მას ღრმა პატივისცემა უნდა ჰქონდეს (ეფესელთა 5:22, 23, 33, აქ).

5. ბავშვებისგან ღმერთი მოითხოვს, დაემორჩილონ მშობლებს (ეფესელთა 6:1–3). მშობლებისგან კი ელოდება, რომ დამოძღვრონ შვილები და შეცდომებზე მიუთითონ მათ. ბავშვების სულიერ და ემოციურ საჭიროებებზე ზრუნვისას, მშობლებმა უნდა გამოყონ დრო მათთან ყოფნისა და ბიბლიის შესწავლისთვის (მეორე რჯული 11:18, 19; იგავნი 22:6, 15). მშობლებმა არასდროს უნდა დასაჯონ შვილები სასტიკად ან ულმობლად (კოლასელთა 3:21, აქ).

მშობლებისგან ღმერთი ელოდება, რომ შვილები დამოძღვრონ და შეცდომებზე მიუთითონ.

6. როცა მეუღლეებს ერთმანეთში პრობლემები აქვთ, ისინი ბიბლიის რჩევის გამოყენებას უნდა ცდილობდნენ. ბიბლია მოგვიწოდებს, გამოვავლინოთ სიყვარული და ვიყოთ მიმტევებლები (კოლასელთა 3:12–14). ღმერთის სიტყვა არ იწონებს განცალკევებულ ცხოვრებას მცირე პრობლემებიდან გამოსავლის მიზნით. მაგრამ ცოლმა შეიძლება არჩიოს ქმრის მიტოვება თუ: 1) ქმარი ჯიუტად უგულებელყოფს ოჯახის შენახვას, 2) იმდენად სასტიკია, რომ ცოლის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეშია ან 3) ქმრის მხრიდან უკიდურესი წინააღმდეგობის გამო ცოლს არ შეუძლია იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობა (1 კორინთელთა 7:12, 13).

7. მეუღლეები ერთგულები უნდა იყვნენ ერთმანეთისადმი. მრუშობა არის ცოდვა ღმერთისა და მეუღლის წინაშე (ებრაელთა 13:4). მეუღლის გარდა სხვასთან სექსუალური კავშირის დამყარება არის ერთადერთი ბიბლიური საფუძველი განქორწინებისთვის, რომელიც ნებას რთავს კვლავ დაქორწინებას (მათე 19:6–9; რომაელთა 7:2, 3). იეჰოვას სძულს, როცა ადამიანები ყველანაირი ბიბლიური საფუძვლის გარეშე ერთმანეთს ეყრებიან და სხვაზე ქორწინდებიან (მალაქია 2:14–16).

 

1996 წლის გამოცემა

მთავარი გვერდიზევითpწინა სტატიამომდევნო სტატია

Copyright © 2010 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania. All rights reserved.