იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებ–გვერდი

მთავარი გვერდი Beliefs Future Medical Topics Contact Us Publications Languages
რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან? გაკვეთილი 9წინა სტატიამომდევნო სტატია

ღმერთის მსახურები წმინდები უნდა იყვნენ

რატომ უნდა ვიყოთ წმინდები ყველაფერში? (1)
რას ნიშნავს სულიერი სიწმინდე? (2) ზნეობრივი? (3) გონებრივი? (4) ფიზიკური? (5)
როგორ უწმინდურ ლაპარაკს უნდა მოვერიდოთ? (6)

1. იეჰოვა უმწიკვლო და წმინდა ღმერთია. თავისი თაყვანისმცემლებისგან ის მოელის სულიერ, ზნეობრივ, გონებრივ და ფიზიკურ სიწმინდეს (1 პეტრე 1:16). ღმერთის თვალში სიწმინდის შესანარჩუნებლად ნამდვილი ძალისხმევაა საჭირო. ჩვენ უწმინდურ ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ. ამასთანავე ვებრძვით საკუთარ მიდრეკილებას არასწორი მოქმედებისკენ. მაგრამ არ უნდა დავნებდეთ.

2. სულიერი სიწმინდე: თუ გვსურს ვემსახუროთ იეჰოვას, არ უნდა მივყვებოდეთ ცრუ რელიგიის არც ერთ სწავლებასა და წეს-ჩვეულებას. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ცრუ რელიგიიდან და არაფრით დავუჭიროთ მას მხარი (2 კორინთელთა 6:14–18; გამოცხადება 18:4). ღმერთის შესახებ ჭეშმარიტების შესწავლის შემდეგ უნდა გავფრთხილდეთ, რომ არავინ შეგვაცდინოს ცრუ სწავლებით (2 იოანე 10, 11).

3. ზნეობრივი სიწმინდე: იეჰოვას სურს, რომ მისი მსახურები ყოველთვის ისე იქცეოდნენ, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანებს შეჰფერით (1 პეტრე 2:12). ის ყველა ჩვენს მოქმედებას ხედავს, მათ შორის, ფარულსაც (ებრაელთა 4:13). ჩვენ უნდა მოვერიდოთ სექსუალურ უზნეობას და ამ ქვეყნიერების სხვა უწმინდურ ჩვევებს (1 კორინთელთა 6:9–11).

4. გონებრივი სიწმინდე: თუ გონებას წმინდა და სუფთა აზრებით შევავსებთ, ქცევაც წმინდა გვექნება (ფილიპელთა 4:8). მაგრამ გამუდმებით უწმინდურ საკითხებზე ფიქრი ბოროტ საქმეებს გამოიწვევს (მათე 15:18–20). ამასთანავე, უნდა ვერიდოთ ისეთ გართობებს, რომლებიც ჩვენს გონებას წაბილწავს. ღმერთის სიტყვის შესწავლის საშუალებით ჩვენს გონებას წმინდა აზრებით შევავსებთ.

5. ფიზიკური სიწმინდე: რადგან ქრისტიანები ღმერთის წარმომადგენლები არიან, ისინი უნდა იცავდნენ სხეულისა და ჩასაცმლის სისუფთავეს. საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ, აგრეთვე ჭამის წინ და, საერთოდ, კვების პროდუქტებისთვის ხელის მოკიდებამდე ხელებს უნდა ვიბანდეთ. თუ კანალიზაცია არა გაქვთ, ექსკრემენტები უნდა ჩაფლოთ (მეორე რჯული 23:12, 13). ფიზიკური სისუფთავის დაცვა ხელს უწყობს კარგ ჯანმრთელობას. ქრისტიანის სახლი დალაგებული და სუფთა უნდა იყოს როგორც შიგნით, აგრეთვე გარეთ. ის სამაგალითო უნდა იყოს საზოგადოებისთვის.

6. სუფთა მეტყველება: ღმერთის მსახურები ყოველთვის ჭეშმარიტებას უნდა ლაპარაკობდნენ. სიცრუის მთქმელნი ვერ შევლენ ღმერთის სამეფოში (ეფესელთა 4:25; გამოცხადება 21:8). ქრისტიანები არ ბილწსიტყვაობენ. ისინი არ უსმენენ უხამს ხუმრობებს ან უწმინდურ შემთხვევებს და არც თვითონ ჰყვებიან მათ. თავიანთი სუფთა მეტყველებით ისინი გამოირჩევიან სამსახურში, კოლასა თუ უბანში (ეფესელთა 4:29, 31; 5:3).

ღმერთის მსახურები ყველაფერში წმინდები უნდა იყვნენ.

გამოცემის წელი: 1996

მთავარი გვერდიზევითpწინა სტატიამომდევნო სტატია

Copyright © 2006 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania. All rights reserved.