იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებ–გვერდი

მთავარი გვერდი Beliefs Future Medical Topics Contact Us Publications Languages
რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან? გაკვეთილი 11წინა სტატიამომდევნო სტატია

რწმენა და ადათ-წესები, რომლებიც ღმერთს არ მოსწონს

როგორი რწმენა და ადათ-წესები არ არის სწორი? (1)
უნდა სწამდეთ თუ არა ქრისტიანებს, რომ ღმერთი არის სამება? (2)
რატომ არ ზეიმობენ ჭეშმარიტი ქრისტიანები შობას, აღდგომას ან დაბადების დღეს? (3,4)
შეუძლიათ თუ არა მკვდრებს, ავნონ ცოცხლებს? (5)
მოკვდა თუ არა იესო ჯვარზე? (6)
რამდენად მნიშვნელოვანია, ვასიამოვნოთ ღმერთს? (7)

ღმერთი არ არის სამება.

1. ყველა რწმენა და ადათ-წესი არ არის ცუდი. მაგრამ ღმერთი არ იწონებს ადათებს, რომელიც თავის დასაბამს ცრუ რელიგიაში იღებს ან ბიბლიის სწავლებებს ეწინააღმდეგება (მათე 15:6).

2. სამება: არის თუ არა იეჰოვა სამება — სამი პიროვნება ერთ ღმერთში? არა! იეჰოვა, მამა, — ‘ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია’ (იოანე 17:3; მარკოზი 12:29). იესო არის მისი პირველშობილი ძე და ის ღმერთს ემორჩილება (1 კორინთელთა 11:3). მამა ძეზე დიდია (იოანე 14:28). წმინდა სული არ არის პიროვნება; ის ღმერთის მოქმედი ძალაა (დაბადება 1:2; საქმეები 2:18).

შობა და აღდგომა თავის დასაბამს ცრუ რელიგიებში იღებს.
მკვდრებისადმი თაყვანისცემის ან შიშის მიზეზი არ არსებობს.

3. შობა და აღდგომა: იესო არ დაბადებულა 25 დეკემბერს. ის დაიბადა დაახლოებით 1 ოქტომბერს, წლის იმ დროს, როცა მწყემსებს თავიანთი ფარები ღამით მინდვრებში ჰყავდათ (ლუკა 2:8–12). იესოს არასდროს უბრძანებია ქრისტიანებისთვის, მისი დაბადების დღე ეზეიმათ. პირიქით, მან უთხრა თავის მოწაფეებს, სამარადისოდ დაეწესებინათ, ანუ ყოველთვის ხსომებოდათ მისი სიკვდილის დღე (ლუკა 22:19, 20). შობა და მასთან დაკავშირებული ადათ-წესები თავის დასაბამს ძველ ცრუ რელიგიებში იღებს. იმავეს თქმა შეიძლება აღდგომის ადათ-წესების შესახებ, როგორიცაა სააღდგომო კვერცხებისა და კურდღლების გამოყენება. ადრინდელი ქრისტიანები არც შობას ზეიმობდნენ, არც აღდგომას, რასაც არც დღევანდელი ჭეშმარიტი ქრისტიანები აკეთებენ.

4. დაბადების დღე: ბიბლიაში მოხსენიებული ორად ორი დაბადების დღე იზეიმეს ადამიანებმა, რომლებიც არ იყვნენ იეჰოვას თაყვანისმცემლები (დაბადება 40:20–22; მარკოზი 6:21, 22, 24–28ა). ადრინდელი ქრისტიანები არ ზეიმობდნენ დაბადების დღეს. დაბადების დღის ზეიმობის წეს-ჩვეულება ძველი ცრუ რელიგიებიდან გამომდინარეობს. ამიტომ, ჭეშმარიტი ქრისტიანები წლის სხვადასხვა დროს უძღვნიან ერთმანეთს საჩუქრებს და მშვენივრად ატარებენ ერთად დროს.

5. შიში მკვდრებისადმი: მკვდრები არც მოქმედებენ და არც რამეს გრძნობენ. ჩვენ ვერ დავეხმარებით მათ და ისინიც ვერ გვავნებენ (ფსალმუნი 145:4; ეკლესიასტე 9:5, 10). სული კვდება; ის არ აგრძელებს სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ (ეზეკიელი 18: 4). მაგრამ ზოგჯერ დემონებად წოდებული ბოროტი ანგელოზები თავს მკვდრების სულებად აჩვენებენ. ნებისმიერი წეს-ჩვეულება, რომელიც მკვდრებისადმი შიშს თუ თაყვანისცემას უკავშირდება, არასწორია (ესაია 8:19).

6. ჯვარი: იესო ჯვარზე არ მომკვდარა. ის მოკვდა ბოძზე, ანუ ძელზე. ბერძნული სიტყვა, რომელიც მრავალ ბიბლიაში გადაითარგმნა როგორც „ჯვარი“, ხის მხოლოდ ერთ ნაჭერს გულისხმობდა. თავის დასაბამს ჯვრის ნიშანი ცრუ რელიგიებში იღებს. ადრინდელი ქრისტიანები არც იყენებდნენ და არც თაყვანს სცემდნენ ჯვარს. აქედან გამომდინარე, როგორ ფიქრობ, მართებულია თუ არა თაყვანისცემისას ჯვრის გამოყენება? (მეორე რჯული 7:26; 1 კორინთელთა 10:14).

7. შეიძლება ძალიან რთული იყოს ასეთი რწმენისა და წეს-ჩვეულებების მიტოვება. ნათესავები და მეგობრები შეიძლება შეეცადონ, დაგარწმუნონ, რომ არ შეცვალო შენი აზროვნება. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, ვასიამოვნოთ ღმერთს, ვიდრე ადამიანებს (იგავნი 29:25; მათე 10:36, 37).

 

გამოცემის წელი: 1996

მთავარი გვერდიზევითpწინა სტატიამომდევნო სტატია

Copyright © 2006 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania. All rights reserved.