იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებ–გვერდი

მთავარი გვერდი Beliefs Future Medical Topics Contact Us Publications Languages
რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან? გაკვეთილი 12წინა სტატიამომდევნო სტატია

სიცოცხლისა და სისხლისადმი პატივისცემის გამოვლენა

როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს სიცოცხლეზე? (1) აბორტზე? (1)
რით აჩვენებენ ქრისტიანები, რომ ზრუნავენ საკუთარ უსაფრთხოებაზე? (2)
ბოროტებაა თუ არა ცხოველების მოკვლა? (3)
როგორი ჩვევები არ გამოხატავენ პატივისცემას სიცოცხლისადმი? (4)
როგორია ღმერთის კანონი სისხლთან დაკავშირებით? (5)
ეხება თუ არა ის სისხლის გადასხმას? (6)

1. იეჰოვა არის სიცოცხლის წყარო. ყველა ცოცხალი არსება თავისი სიცოცხლისთვის ღმერთს უნდა უმადლოდეს (ფსალმუნი 35:10). სიცოცხლე წმინდაა ღმერთისთვის. დედის მუცელში მყოფი, ჯერ არ დაბადებული ბავშვის სიცოცხლეც კი ძვირფასია იეჰოვასთვის. მუცელში ყოფნის პერიოდში ბავშვის განზრახ მოკვლა ბოროტებაა ღმერთის თვალში (გამოსვლა 21:22, 23; ფსალმუნი 126:3).

ღმერთს რომ ვასიამოვნოთ, უნდა მოვერიდოთ სისხლის გადასხმას, უწმინდურ ჩვევებსა და ზედმეტი რისკის გაწევას.

2. ჭეშმარიტი ქრისტიანები ზრუნავენ საკუთარ უსაფრთხოებაზე. ისინი ამოწმებენ თავიანთ მანქანებსა და სახლებს, რომ საფრთხეს არ წარმოადგენდეს (მეორე რჯული 22:8). ღმერთის მსახურები ზედმეტ რისკს არ ეწევიან მხოლოდ სიამოვნების ან აღგზნების გულისთვის. ამიტომ ისინი არ მონაწილეობენ სპორტის ძალმომრეობით სახეობებში, რომლებშიც სხვებს განზრახ ტკივილს აყენებენ. ისინი ერიდებიან გართობებს, რომლებიც ძალადობისკენ აღძრავენ (ფსალმუნი 10:5; იოანე 13:35).

3. შემოქმედისთვის ცხოველების სიცოცხლეც წმინდაა. ქრისტიანს შეუძლია მოკლას ცხოველი საკვებისა და ჩასაცმლის უზრუნველსაყოფად ან დაავადებისგან და საფრთხისგან თავის დასაცავად (დაბადება 3:21; 9:3; გამოსვლა 21:28). მაგრამ მხოლოდ სპორტის ან გართობის მიზნით ცხოველების ცუდად მოპყრობა ან მათი მოკვლა ბოროტებაა (იგავნი 12:10).

4. სიამოვნების მისაღებად სიგარეტის მოწევა, ბეტელის კაკლის ღეჭვა და ნარკოტიკების მიღება არ არის ქრისტიანების შესაფერისი. ეს ბოროტი საქმეებია, რადგან 1) გვიმონებენ, 2) ორგანიზმს გვიზიანებენ და 3) უწმინდურები არიან (რომაელთა 6:19; 12:1; 2 კორინთელთა 7:1). შეიძლება ძალიან ძნელია ასეთი ჩვევების დათმობა. მაგრამ ჩვენ უნდა დავთმოთ, რათა ვასიამოვნოთ იეჰოვას.

5. აგრეთვე სისხლიც წმინდაა ღმერთის თვალში. ღმერთი ამბობს, რომ სული, ანუ სიცოცხლე სისხლშია. ამიტომ სისხლის გამოყენება საკვებად უმართებულოა. აგრეთვე უმართებულოა იმ ცხოველის ხორცის ჭამა, რომლისგანაც სისხლი მთლიანად არ არის გამოდენილი. თუ ცხოველი დამხრჩვალია ან მახით მოკლული, ის არ უნდა შეიჭამოს. თუ შუბით არის განგმირული ან თოფით მოკლული, საჭმელად გამოყენების შემთხვევაში მისი სისხლი მაშინვე უნდა გამოიშვას (დაბადება 9:3, 4; ლევიანნი 17:13, 14; საქმეები 15:28, 29).

6. უმართებულოა თუ არა სისხლის გადასხმა? გახსოვდეთ, იეჰოვა მოითხოვს, თავი შევიკავოთ სისხლისგან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ ჩვენს ორგანიზმში არც სხვა პიროვნების სისხლი, არც ჩვენი, რომელიც მანამდე შენახული იყო (საქმეები 21:25). ამიტომ ჭეშმარიტი ქრისტიანები არ ისხამენ სისხლს. ისინი ისეთ სამედიცინო მკურნალობას გადიან, რომელიც უსისხლო პრეპარატების გადასხმას შეიცავს. მათ სურთ სიცოცხლე, მაგრამ ისინი არ ცდილობენ მის შენარჩუნებას ღმერთის კანონების დარღვევის საშუალებით (მათე 16:25).

 

გამოცემის წელი: 1996

მთავარი გვერდიზევითpწინა სტატიამომდევნო სტატია

Copyright © 2006 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania. All rights reserved.