| რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან? | გაკვეთილი 15 |
ღმერთის ნების შესასრულებლად სხვებისთვის დახმარების გაწევა |
|
| რატომ უნდა მოუთხრო სხვებს, რასაც სწავლობ? (1) | |
| ვის შეგიძლია გაუზიარო კეთილი ცნობა? (2) | |
| როგორ შეიძლება შენმა ყოფაქცევამ იმოქმედოს სხვებზე? (2) | |
| როდის შეძლებ კრებასთან ერთად ქადაგებას? (3) | |
1. ახლა შენ უკვე მრავალი კარგი საკითხი ისწავლე ბიბლიიდან. ამ შემეცნებამ შენი ქრისტიანული პიროვნება უნდა განავითაროს (ეფესელთა 4:22–24). ასეთი შემეცნება აუცილებელია, რომ მარადიულად იცხოვრო (იოანე 17:3). მაგრამ კეთილი ცნობა სხვებმაც უნდა მოისმინონ, რომ მათაც ჰქონდეთ გადარჩენის საშუალება. ყოველმა ჭეშმარიტმა ქრისტიანმა სხვებს უნდა დაუმოწმოს. ეს ღმერთის ბრძანებაა (რომაელთა 10:10; 1 კორინთელთა 9:16; 1 ტიმოთე 4:16). 2. შენ შეგიძლია დაიწყო იმით, რომ შესწავლილი კარგი საკითხები შენს ახლობლებს გაუზიარო. უამბე შენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თანასკოლელებსა და თანამშრომლებს. საუბრის დროს იყავი კეთილი და მომთმენი (2 ტიმოთე 2:24, 25). გახსოვდეს, რომ ხშირად ადამიანები პიროვნების ქცევას უფრო უყურებენ, ვიდრე მის ნათქვამს უსმენენ. ამიტომ შენმა კარგმა ყოფაქცევამ შეიძლება აღძრას სხვები შენი ცნობის მოსასმენად (მათე 5:16; 1 პეტრე 3:1, 2, 16). 3. დროთა განმავლობაში შენ დახელოვნდები და შეძლებ იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ კრებასთან ერთად ქადაგებას. შენს წინსვლაში ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია (მათე 24:14). რა სასიხარულო იქნებოდა, თუ ვინმეს დაეხმარებოდი, გამხდარიყო იეჰოვას მსახური და ეცხოვრა მარადიულად! (1 თესალონიკელთა 2:19, 20). |
||
გამოცემის წელი: 1996 |
|
Copyright © 2006 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania. All rights reserved. |
|