| რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან | თავი 16 |
ღმერთს ემსახურეთ |
|
| რა უნდა გააკეთოთ, ღვთის მეგობარი რომ გახდეთ? (1, 2) | |
| როგორ უნდა მიუძღვნათ თავი ღმერთს? (1) | |
| როდის უნდა მოინათლოთ? (2) | |
| რა დაგეხმარებათ ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნებაში? (3) | |
1. ღვთის მეგობარი რომ გახდეთ, ბიბლიური ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა უნდა შეიძინოთ (1 ტიმოთე 2:3, 4), ირწმუნოთ ნასწავლი (ებრაელები 11:6), მოინანიოთ ცოდვები (საქმეები 17:30, 31) და შეიცვალოთ ცხოვრების წესი (საქმეები 3:19). შედეგად, ღვთის სიყვარული აღგძრავთ, თავი მიუძღვნათ მას, ანუ ღმერთს ლოცვაში უთხრათ, რომ გსურთ მას ეკუთვნოდეთ და მისი ნება შეასრულოთ (მათე 16:24; 22:37). 2. მიძღვნის შემდეგ უნდა მოინათლოთ (მათე 28:19, 20). მონათვლით ყველას დაანახვებთ, რომ თავი იეჰოვას მიუძღვენით. მხოლოდ ის უნდა მოინათლოს, ვისაც ასაკი საშუალებას აძლევს, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, ღმერთს ემსახუროს. მონათვლის დროს მთელი სხეული წამიერად წყალში უნდა ჩაიძიროს* (მარკოზი 1:9, 10; საქმეები 8:36). 3. იეჰოვას მოთხოვნაა, რომ თავის მიძღვნის შემდეგ არასოდეს დაარღვიოთ დადებული პირობა (ფსალმუნები 50:14; ეკლესიასტე 5:4, 5). ეშმაკი ყოველ ღონეს იხმარს, რომ ღვთის მსახურება შეგაწყვეტინოთ (1 პეტრე 5:8). მაგრამ ილოცეთ და ღმერთს დაუახლოვდით (ფილიპელები 4:6, 7). ყოველდღიურად გამოიკვლიეთ ღვთის სიტყვა (ფსალმუნები 1:1—3). ნუ მიატოვებთ კრებას (ებრაელები 13:17). თუ ასე მოიქცევით, ღვთის ერთგულებას შეინარჩუნებთ და მუდამ იმას გააკეთებთ, რასაც ღმერთი ითხოვს თქვენგან. გსურთ ბიბლიის უფასო შესწავლა და ბიბლიური ცოდნის გაღრმავება? მისწერეთ იეჰოვას მოწმეებს თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე. მისამართები
|